08 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა მწვავე განხეთქილება გამოიწვია ოპოზიციაში

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა მწვავე განხეთქილება გამოიწვია ქვეყნის ოპოზიციაში. ლეიბორისტული პარტიის წევრები გაერთიანების ლიდერს დაუპირისპირდნენ.

ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების შემდეგ კი, პროტესტის ნიშნად, კაბინეტი კიდევ 10-მა მინისტრმა დატოვა. თავად პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი გადადგომაზე კვლავ უარს ამბობს. ის აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ახალ კაბინეტსაც ჩამოაყალიბებს.

ჯერემი კორბინისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს ლეიბორისტული პარტიის წევრები მოგვიანებით განიხილავენ.

დღის ამბები