08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა ქვეყანაში ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უცვლელი რჩება.

სახალხო პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ისევ ვერ შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირების თვალსაზრისით, იმავე გამოწვევის წინაშე დგას.

წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი გუნდი 350 ადგილიან პარლამენტში 137 მანდატს მიიღებს. მეორე ადგილზე გავიდა სოციალისტური პარტია, მემარცხენე გაერთიანებამ კი, რომელიც მკაცრი ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგია, მესამე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები