08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ბრიუსელში დევიდ კამერონის და ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბრიუსელში დევიდ კამერონის და ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრა მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ევროპელი ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც ბრექსიტთან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონის პოზიცია უნდა განმარტოს.

პირველ შეხვედრას კამერონი ევროკომისიის თავმჯდომარესთან მართავს. კამერონთან შეხვედრამდე ჟან კლოდ იუნკერი ევროპარლამენტის საგანგებო სესიაზე გამოვიდა სიტყვით და ოფიციალურ ლონდონს რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დეტალურად განმარტება მოსთხოვა.

მისი თქმით, გაურკვევლობა დაუშვებელი და საზიანოა, ხოლო საიდუმლო მოლაპარაკების წარმოებას ბრიტანეთთან არავინ აპირებს. დებატების შემდეგ ევროპარლამენტმა საგანგებო რეზოლუციას უყარა კენჭი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს და ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. რეზოლუციას 395-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები