08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
„ეს იყო თურქეთისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე“ - ერდოღანი

„ეს იყო თურქეთისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე“ - ასე გამოეხმაურა მომხდარ აფეთქებას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი წერილობით განცხადებაში.

ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერი, რომლის განცხადებითაც, გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო მოწყობილი.

მედიის ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეა, თუმცა, არიან უცხოელი მგზავრებიც.

ათათურქის აეროპორტმა მუშაობა გამთენიისას ნაწილობრივ განაახლა, თუმცა რამდენიმე კომპანიამ რეისები დროებით შეაჩერა.

დღის ამბები