08 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
"გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე ვიხილოთ ნატოსა და ევროკავშირში" - ვიტოლ ვაშჩიკოვსკი

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ.

ის ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარების მიზნით თბილისის კონფერენციის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის მოახლოებული სამიტის მნიშვნელობასაც.

“ჩვენ გვჯერა იმ უნიკალური პროექტის, რასაც ერთიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპა ჰქვია. იმედი გვაქვს, ევროპა განაგრძობს ღირსეულ ურთიერთობებს გაერთიანებულ სამეფოსთან და ის დარჩება მნიშვნელოვან კონტრიბუტორად მშვიდობის კუთხით. საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირის განვითარების პროცესით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც.

"გვინდა რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ ნატოსა და ევროკავშირში. მას მერე რაც საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები შევლენ ევროკავშირსა და ნატოში, ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ევროპას, როგორც ერთ მთლიან დემოკრატიულ კონტინენტს. ევროპული პროექტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული. ველით, რომ ნატოს სამიტის შემდეგ, აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლ ვაშჩიკოვსკი.

დღის ამბები