08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
თურქეთს სამძიმარს და სოლიდარობას მთელი მსოფლიო უცხადებს

თურქეთს სამძიმარს და სოლიდარობას მთელი მსოფლიო უცხადებს. ათათურქში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები სიმბოლურად, თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს. სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ თურქეთის საელჩოებთან კი ხალხი ყვავილებით მიდის.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ბარაკ ობამამ კი სამძიმარი თურქ ხალხს კანადიდან გამოუცხადა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში მოკავშირე ქვეყანას გამოძიებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შესთავაზა. საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ჩვენ შევთავაზეთ დახმარება ჩვენს მოკავშირე თურქეთს და მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ამ მძიმე პერიოდში. ყველა ფაქტი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ცხადია, ეს არის ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენი ერთობლივი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ მის დასამარცხებლად თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობას განვაგრძობთ. მანამდე კი, აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ისინი, ვისაც მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები, როდესაც ვართ ერთიანები და ერთად ვმუშაობთ უკეთესი მსოფლიოსთვის,“- განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები