08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ბრიუსელის მინისტერიალზე თურქეთის ევროინტეგრაციას და ვიზალიბერალიზაციას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი

ტერაქტები ვერ მოახდენს გავლენას თურქეთის ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე-განცხადება ამ თემაზე ბრიუსელში გაკეთდა, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობით მინისტერიალი გაიმართა.

სამიტის მონაწილეებმა სტამბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ევროპელმა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა და ტერორისტები დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. მათივე თქმით, ევროკავშირი ანკარასგან აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებას ელოდება. ბრიუსელი ანკარასგან მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ანტიტერორისტული კანონის შეცვლას ითხოვს.

დღის ამბები