29 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ხატია დეკანოიძემ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. თანამდებობა ცოტა ხნის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე ხატია დეკანოიძემ დატოვა.

დეკანოიძე აღნიშნულ თანამდებობას 1 წლის განმავლობაში იკავებდა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე კი დეკანოიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ცვლილებებისთვის მისი უფლებამოსილება და ნება არასაკმარისი აღმოჩნდა. ხატია დეკანოიძემ მწუხარება გამოთქვა, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, თუმცა მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია და სისტემაში რეალური ცვლილებების დაწყება. ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნულ პოლიციას ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ამ პოსტზე ის 2015 წლის ოთხ ნოემბერს დაინშნა.

დღის ამბები