რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. შენობაში შესვლამდე ნიკა გრავამიამ მის წინააღნმდეგ განხორციელებული თავდასხმის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"არავითარ ბოდიშს არ მივიღებ, კანონის ფარგლებში დავასჯევინებ ამ ადამიანებს. ჩავყვები ბოლომდე. სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ვაკე აქცია ბრონქსად," - აცხადებს ნიკა გვარამია.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი მეგობრები და თვითმხილველები - დათო დოიაშვილი, მანანა დოიაშვილი და მარინა ბერიძე შევიდნენ, რომლებიც თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ.
რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა მოხდა. ნიკა გვარამიამ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.