19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, "რუსთავი 2-ის" საქმე, ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში - HRW-ის ანგარიში

2016 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - Human Rights Watch-მა გასული წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ანგარიშში რუსთავის 2-ის საქმე მოხვდა. მედიის თავისუფლების თავში Human Rights Watch სამაუწყებლო კომპანიის საქმის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დავა მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე შეშფოთებას იწვევდა.

ანგარიში საქართველოს ნაწილში არჩევნების შეფასებით იწყება, წერია, რომ ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თუმცა პროცედურული დარღვევებით. ნახსენებია, ხმების მოსყიდვისა და პოლიტიკური დაშინების ფაქტები, ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი.

Human Rights Watch შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების თაობაზე, გამოყოფს ე.წ. კაბელებისა და ვანო მერაბიშვილის საქმეს.

ანგარში ხაზს უსვამს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მას საფრთხეს უქმნის სუს-ის შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორების ქსელებზე.

ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი წამებას, არასათანადო მოპყრობასა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. მოყვანილია 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტიც.

ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული ლგბტ თემის უფლებათა დარღვევების გამოც.

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები