Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიში რუსთავი 2-ის საქმის მოხვედრა შეაფასეს მთავრობის წევრებმა. სოზარ სუბარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
დევნილთა მინისტრის განცხადებით, ვერავინ აუკრძალავს ვერცერთ ადამიანს, იჩივლოს და საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ.
„რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ვერც Human Rights Watch და სოზარ სუბარი და ვერც ვერავინ ქვეყანაზე ვერ აუკრძალავს ვერცერთ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისი, როგორც მფლობელის უფლებები იყო დარღვეული, იჩივლოს და საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ. საქმე დღეს არის სასამართლოში და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავინ და არავინ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კულტურის მინისტრის შეფასებით კი, ანგარიშში მოყვანილ არა ერთ ფაქტზე ქვეყანაში ვითარება გამოსწორებულია, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.
„არა ერთი ისეთ ფაქტი იყო მოყვანილი, რომელთან დაკავშირებითაც სიტუაცია გამოსწორებულია. როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე არის საუბარი, ბოლო მოვლენები სწორედ ამაზე მიუთითებს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე როდესაც არის საუბარი, თქვენ ასევე იცით მთავრობის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
Human Rights Watch მედიის თავისუფლების ნაწილში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დავა მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე შეშფოთებას იწვევდა.