19 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რუსთავი2-ის საკითხი იყო ყველა შეხვედრის ერთ-ერთი ჰედლაინი - გიგი უგულავა EPP-სთან შეხვედრებზე

დღეს პარტია ევროპული საქართველოს ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. პარტიის წევრის, დავით ბაქრაძის, თქმით, ძალიან მნიშნელოვანია, „საქართველოს მთავარი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია“ იყოს დაკავშირებული ევროპის სახალხო პარტიის ოჯახთან.

გიგი უგულავამ შეხვედრის ძირითად საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები რუსთავი2-ის თემით დაინტერესებულები არიან.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტპატიმრები. ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რუსთავი2-ის საკითხი იყო ყველა შეხვედრის ერთ-ერთი ჰედლაინი და მთავარი თემა და ამ მხრივ 25-დან იწყება გაუგებარი მოლოდინი და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამ მხრივ არის ალარმირებული, ელოდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სიტყვის თავისუფლების და რუსთავი2-ის დაცვას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები