19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"ქართული ოცნება" ითხოვდა რომ "რუსთავი 2"-ის მოხსენიება არ მომხდარიყო"-გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრობს

ევროსაბჭოს რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროსაბჭოს ქართული დელეგაციის წევრებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქართული ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, რუსთავის 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები მაინც მოხვდა დოკუმენტში.

„რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც შეიტანა ერთ-ერთმა ესტონელმა დეპუტატმა. ეს შესწორება იმეორებს იმ შეშფოთებას, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს რუსთავი 2-ის მფლობელები. ქართული ოცნება ითხოვდა, რომ რუსთავი 2-ის მოხსენიება არ მომხდარიყო და ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ყველაფერი არის კარგად,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, ევროსაბჭომ რეზოლუციაში მხოლოდ მათი მოთხოვნების ნაწილი გაითვალისწინა და რუსთავი 2-ის საქმე რეზოლუციაში ნახსენები არ არის.

„კონკრეტულად რუსთავი 2 რეზოლუციაში ნახსენები არ არის. საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე სასამართლო დავები სხვადასხვა აქტორებში აჩენს კითხვის ნიშნებს, რაც ისედაც ცნობილია, რომ სასამართლო დავა თქვენს ტელევიზიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ნამდვილად გარკვეულ ვნებათაღელვას იწვევს, ამიტომ ყველას ერთად გვაქვს იმედი, რომ დროულად დასრულდება ეს დავა,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები