19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და მედიათავისუფლება-ევროსაბჭოს რეზოლუციას "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგებოდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროპაში მედიათავისუფლებას ეხება, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზეა საუბარი. დოკუმენტში ამ ცვლილების შეტანას კენჭისყრის შედეგად 121 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შესწორება ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს და მას ქართული ოცნების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ.

რეზოლუციაში დაკონკრეტდა, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეარხს აქვს პრობლემები და თუ ეს პრობლემები კვლავ გაგრძელდება შეშფოთება გამოითქმება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.  

ესტონელი დეპუტატის ერიკ როსის მიერ ინიცირებულ შესწორებას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა. ძირითადად უკრაინელმა, ლიტველმა, ბულგარელმა და ესტონელმა დეპუტატებმა.

ევროსაბჭოს სხდომაზე მომზადებული იყო მეორე  შესწორებაც, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა, მაგრამ აღნიშნული შესწორება სესიაზე არ გასულა და ჩავარდა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებულ შესწორებაში ნათქვამია:

„კომპანიის მენეჯმენტი იგივე რჩება, ჟურნალისტები ჩარევისგან თავისუფალი არიან. რუსთავი 2 ინარჩუნებს კრიტიკულ პოზიციას მთავრობის მიმართ და მუდმივად პროგრესირებს. ტელეარხ მაესტროს წილი არ შეუძენია ახალ მფლობელს, არანაირი საქმე არ გადაცემულია სასმართლოში,“-ნათქვამი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებულ შესწორებაში.

დღის ამბები