„ძალიან მნიშვნელოვანია პლურალიზმი მედიაში, განსაკუთრებით კი ტელევიზიაში, რადგან ტელევიზია უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე,“- ასე უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ტორბიონ იაგლანდმა მედია პლურალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვისაც და თქვენთვისაც ცნობილია, რომ ევროპარლამენტში მომზადდა კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე და შევთავაზეთ დახმარება. ამ სფეროში ჩვენ კარგი ექსპერტები გვყავს. არცერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პლურალიზმი და ის რომ, სხვადასხვა შეხედულება მოისმინოს ხალხმა ტელევიზიის საშუალებით. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა,“- განაცხადა ტორბიონ იაგლანდიმ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.