19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრები აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

მედია თავისუფლება და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო მთავარი განსახილველი თემა, ევროპული საქართველოს წევრების, ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

პარტიის ლიდერები სენატორ როჯერ ვიკერს და კონგრესმენ რობერტ აბერ-ჰოლტს შეხვდნენ.

მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველოს აქტუალობის შენარჩუნებაზე, ქვეყნის დემოკრატიულ და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის, პოლიტ პატიმრებზე, რომელიც არის საქართველოში და ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღევანდელი ფაქტი მოსამართლეებთან დაკავშირებული სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სიგნალია, რომ საქართველოში რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხორციელდებოდა ზეწოლა მოსამართლეებზე,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

დღის ამბები