19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე საუბარი რუსთავი 2-სა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეს შეეხებოდა. პოლიტიკოსებმა ელჩებს პარტიაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი პოზიცია გააცნეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო.

„რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის საკითხი იყო ერთ-ერთი ცენტრალური თემა, ჩვენ გავაცანით ის პრობლემატიკა, რაც ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამასთან, ამ დღემდეც ვეუბნებოდით, რომ მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდებოდა რუსთავი 2-ის მიმართ რისკები იზრდებოდა მნიშვნელოვნად. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართველმა ხალხმა გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ რუსთავი 2 დავიცვათ,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, საუბარი რუსთავი 2-თან დაკავშირებულო გუშინდელ სკანდალურ საკითხსაც შეეხო.

„სუს-ი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი, არის იარაღი ბიძინა ივანიშვილის ხელში, რათა ებრძოლოს თავისუფალ მედიას და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეებს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები