19 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"უტყუარად დასტურდება, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულებთან" - მამუკა მდინარაძე მოსამართლეების საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების ზეწოლაზე და მათ განცხადებაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ეს პროცესები მართული არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.   

“დანაშაულზე წასწრებული გარკვეულ კამპანიას აგორებენ ახალს. ვიღაც მოსამართლესთან აღმოჩნდა ქეში 6 მილიონი, რომელიც დაახლოებით 100-ზე მეტი წლის ხელფასი შეადგენს და ჩვენ გვახსოვს ფარული ჩანაწერები, რომლებიც ამისკენ მიუთითებენ. ასევე გვაქვს პროკურატურის განცხადება დღევანდელი, სადაც მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული მესიჯები. ყველაფერი ეს ბადებს ეჭვს და უტყუარად დასტურდება, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულებთან“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტის შესწავლა აუცილებელია.  

“ასეთი მიმოწერა ჩვენ გვინახავს ბევრი და ღია ტექსტით თუნდაც რუსთავი 2-ში გასული ინტერვიუ სააკაშვილის და ავთენტურობა დადასტურებული მისი მოლაპარაკებების, იგივე გვარამიასთან. ეს არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა და რომლის შესწავლა აუცილებელია, ვინაიდან ეს უკვე სერიოზულად ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს“ - აღნიშნა ვოსლკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, ნებისმიერი ზეწოლა არის დასაგმობი და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ნებისმიერი ზეწოლის ფაქტით და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები