19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
გაირკვევა ის ხალხი, ვინც "რუსთავი 2-ის" წართმევის ამ სქემაში აქტიურად მონაწილეობენ - დავით საყვარელიძე გავრცელებულ მიმოწერაზე საუბრობს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმ მიმოწერაზე საუბრობს, რომელიც ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა, სადაც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე ესაუბარებიან ერთმანეთს. მისი თქმით გავრცელებული ვაიბერ მიმოწერა, რომელზეც მმართველი გუნდი აპელირებს, ფაბრიკაციაა და ეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანიაა.

„ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან გაირკვევა, გაირკვევა ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ. გაირკვევა ის ხალხი, ვინც რუსთავი 2-ის წართმევის ამ სქემაში აქტიურად მონაწილეობენ. ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი გვერდიგვერდ ოთახებში მსხდომი ვაიბერით ვიმესიჯებთ, თითქოს რაღაც გაუგებარი მოსამართლეების, რომელსაც არ ვიცნობ, მათი სახელები ახლა პირველად გავიგე, ზეწოლის ფაქტები,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე.

მისი თქმით, რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი კამპანია ხორციელდება.

„დაიწყო ახალი შეტევა და ახალი კამპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ისევე როგორც რუსთავი 2-მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ეს ადამიანები კი, ვინც ბრამად მიყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ეს ადამიანები ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

დღის ამბები