19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" დაცვა არის ქართველი ხალხის ხელში" - ზაზა ბიბილაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის საქმესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე საუბრობს. 

“გამოძიებას ამ ქვეყანაში და პროკურატურას, ივანიშვილის პირობებში აქვს ნული სანდოობა. ბუნებრივია ჩვენ არ გვჯერა არაფრის, რასაც ეს გამოძიება აკეთებს რადგან საკუთარ ნამოქმედარს ისინი ბუნებრივი არასდროს გამოიძიებენ. ფაქტი არის ერთი და მარტივი, ჩვენ ვამბობდით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭებოდა ვიზალიბერალიზაცია, მკვეთრად გაიზრდებოდა  რისკი იმისა, რომ ივანიშვილი განაახლებდა შეტევას რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად. რუსთავი 2-ის დაცვა არის ქართველი ხალხის ხელში ,” - განაცხადა ბიბილაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება ალავიძის და ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

დღის ამბები