19 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მიტაცება იქნება ძალიან დრამატული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის"- ელენე ხოშტარია

„რუსთავი 2-ზე თავდასხმა დღეს არ დაწყებულა, დღევანდელი ინფორმაცია არის მორიგი შეტევა, რომ ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2,“- ეს განცადება ელენე ხოშტარიამ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„დღეს ხელისუფლება ცდილობს შეგვიყვანოს უსაგნო დისკუსიაში, რომ საზოგადოება დაიბნეს, ვინ ვისზე რა ზეწოლა მოახდინა, დღეს მთელი დღე ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ დაყრდნობით უკანონოდ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ საბუთზე, ამ ვაიბერ მიმოწერაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაგვცენ, რატომ იმართება ქვეყანა ფარული ჩანაწერებით, ეყრდნობიან ამ ფაბრიკაციას. ხელისუფლება და სასამართლო არის ვალდებული, იყოს გამჭვირვალე და მოგვცეს ინფორმაცია, ვინ რა ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსთავი 2-ის არსებობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

"რუსთავი 2-ის მიტაცება იქნება ძალიან დრამატული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის,"- აღნიშნა ხოშტარიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები