19 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"საერთოდ არ ჩანს მოტივი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ უნდა აშანტაჟებდნენ ამ ორ მოსამართლეს" - თამარ კორძაია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე საუბრობს.

“ის რაც ახლა ხდება ადასტურებს იმას, რომ  დღევანდელი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გადასულია აქტიურ ზეწოლაზე. ის ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე, უზენაეს მოსამართლეზე. ფსევდო დემოკრატიის აქტიური ფაზა დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. პრობლემა იმაშია, რომ ვიღაცა ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ  ეს არის სამართლიანი და ეს არის სწორი, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს თავის ყოფილ მმართველს. ის თვლის რომ მთავარია ის სამართლიანობა ასრულდეს, რასაც თვითონ ფიქრობენ, თორემ კანონი რას ამბობს ეს მეორეხარისხოვანია“ - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ჩანს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების მოტივი, რაზეც დღეს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა საუბრობდა. 

“საერთოდ არ ჩანს მოტივი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ უნდა აშანტაჟებდნენ ამ ორ მოსამართლეს, რა მათ იციან რომ რუსთავი 2 იგებს საქმეს და ახლა პრობლემა ამაშია? არა, აბსოლუტურად არ ჩანს მოტივაცია  და დასაბუთება ხელისუფლების როდესაც ხელს იშვერს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ,“ - აღნიშნა კორძაიამ.  

დღის ამბები