„მოსამართლეების წინააღმდეგ სუს-მა განახორციელა შანტაჟის ოპერაციები, რომლის მეშვეობით ცდილობენ, რომ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილება და ფორმალურად სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელში ჩაიგდონ რუსთავი 2,“-ასე შეაფასა ე. წ. მოსამართლეების საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესები გიორგი გუგავამ კურიერის პირდაპირ ეთერში.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. გიორგი გუგავას თქმით, ხელისუფლების სურვილია რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს.
„არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების უზურპირება მოახდინა კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილმა, გადაწყვიტა დაასრულოა ის საქმე, რაც დაწყებული ჰქონდა, ჩაიგდოს ტელევიზიები, შექმნას ვირტუალური გარემო, რომელიც მის ძალაუფლებას განამტკიცებს,“- განაცხადა გიორგი გუგავამ.