საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე საუბრობს.
“ის ინფორმაცია, რაც გახდა ცნობილი არის შემაშფოთებელი, მოსამართლეებზე ზეწოლას რომელიც ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი იყოს გამოძიებული, ის რომ ამ გამოძიებამ არსებული კითხვის ნიშნები და ეჭვები მოხსნას. თუმცა სამწუხაროა რომ საზოგადოებაში ძალიან დაბალია მოლოდინი იმისა, რომ ეს გამოძიება არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ძალიან ცუდია, რომ საზოგადოების ნაწილი ვერ ენდობა პროკურატურას,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, რუსთავი 2-ის საქმე თავიდანვე გამოირჩეოდა საქმის სირთულით და ამ სირთულის შემადგენელი ნაწილი იყვნენ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები, რომელზეც ძალიან ბევრის კითხვის ნიშანი იყო. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ნებისმიერ შემთხვევაში სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს.