პრეზიდენტი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებსა და რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოწოდებას, სამაუწყებლო კომპანიის საქმის დეტალებით და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებით გიორგი მარგველაშვილის დაინტერესებასთან დაკავშირებით, ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა.
ნაციონალური მოძრაობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვს, რა ქმედებები განახორციელა მოსამართლეების უფლებების დასაცავად. პარტიაში სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომაც მოითხოვეს.
სუს-ის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას უარყოფდა დღეს მმართველი პარტია. უმრავლესობის წევრებს საერთო გზავნილი ჰქონდათ და ისინი მოსამართლეებზე ზეწოლაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებდნენ.
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპულმა საქართველომ დღეს რუსთავი 2-ის საქმესა და მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
პროკურატურისა და მმართველი პარტიის განცხადებები გაუგებარია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც.
პროკურატურას გამოძიების აქტიურად წარმოებასა და შედეგების დროულად გამოქვეყნებას თხოვენ არასამთავრობოები და მედიაექსპერტები.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.