ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ე.წ. მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
პროკურატურას რუსთავის2-ის მოთხოვნისდა მიუხედავად, არ გაუსაჯაროებია საქმის დეტალები და ასევე უცნობია იმ პირების ვინაობა, ვინც სავარაუდო ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე.
არასამთავრობოებიც დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, რადგან, მათი თქმით, გახმაურებულ საქმეებთან საგამოძიებო უწყებებმა არაერთი გამოძიება დაიწყეს, თუმცა გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი კვლავ არ არის.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ხელისუფლებას რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.
„პირველი დღიდან ვამბობდი, რომ ხელისუფლების ისტერია იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის დახურვა. ეს იყო ისტერია, ეს იყო საშინელება, რაც ამ ტელეკომპანიის მიმართ ხდებოდა... მე ვთვლი, რომ ხელისუფლება შეეცდება, ყველანაირი ფორმით ზეწოლა მოახდინოს სასამრთლოზე, რათა მათ მიიღონ ისეთი გადაწყევტილება, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
არასამთავრობოები საუბრობენ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები პროკურატურამ გამჭვირვალედ, ღიად გამოიძიოს.