„დღესაც ვუცხადებთ, ცხადია, რუსთავი2-ს და ყველა თავისუფალ მედიასაშუალებას მხარდაჭერას,“ - ასე შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, რუსთავი2-თან მიმდინარე სასამართლო პროცესი.
შაბათის კურიერში პრეზიდენტის მრჩეველმა პროკურატურაში მოსამართლეების შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ინფომაცია მალე გასაჯაროვდება.
„ჩვენ მოვისმინეთ მრავალი ინფორმაცია, რომელიც კითხვებს აჩენს. ამ მოსამართლეებმა იციან, რომ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი მზად არის, თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან, შეხვდეს, დაელაპარაკოს და აღმოუჩინოს დახმარება,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, "ძალიან მალე მოსამართლეებიც ინფორმაციას გაასაჯაროვებენ, რადგან გამჭვირვალეობა და საჯაროობა წაადგება საქმეს“.