19 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, კარგად დაფიქრდით - გიგი უგულავა მოსამართლეებს მიმართავს

გიგი უგულავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არის ის ორი მოსამართლე, რომლებიც იმ კოლეგიაში შედიოდნენ, რომელმაც რუსთავი2-ის საქმე დიდ პალატას განსახილველად გადასცა, ამიტომ, მისი თქმით, „უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის მიმართ დაწყებულია სპეცოპერაცია სუს-ის მიერ“. 

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის გაუბედავი არსება, ის არის ივანიშვილის რეჟიმის გამტარებელი და ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ მოსამართლეებს მიმართა.

„თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, ურთმელიძეს გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს. ასე დაემართება ყველა მოსამართლეს, ასე პატივაყრილი, თეთრზე შავით დამწერი მოსამართლე შეუძლებელია, მერე დარჩეთ სასამართლო სისტემაში. მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპულმა საქართველომ რუსთავი2-ის საქმესა და მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვა.

 

დღის ამბები