ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმე პოლიტიზირებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეს არ დათმობს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლასა და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ნინო კალანდაძემ შაბათის კურიერის ეთერში ისაუბრა.
„ეს არის ძალიან კონკრეტული, დიდი სქემის ნაწილი, ძალიან კონკრეტული მიზნით. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყველა გზით მოიპოვოს ტოტალური კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე,“ - აცხადებს ნინო კალანდაძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს ხელისუფლებაც კონტროლირებადია, თუმცა არა სრულად. ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების საქმეში „უხეშ ჩარევას აქვს ადგილი“.
მან აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას მოსამართლეები ინტერესი, რათა დაუბრკოლებლად მიიღონ გადაწყვეტილება.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დუმილი არის ძალიან უცნაური თანხვედრა იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე ძალიან დიდი გავლენა აქვს სასამართლო ხელისუფლებაზე დღეს,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.