19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
დანაშულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარკამპანია - მამუკა მდინარაძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ

„დანაშულზე წასწრებულებმა ატეხეს ახალი პიარკამპანია იმისთვის, რომ, როგორც ყოველთვის ხდება, ჩვენ გადმოგვაბრალონ ეს ამბავი,“ - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საუბარი ვიზალიბერალიზაციის გადაფარვის მცდელობას დაუკავშირა. ასევე მან განაცხადა, რომ რუსთავი2-ის მხარე, თუ ოპოზიცია, მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენაზე არ საუბრობენ. 

მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს თუ რითი შეიძინა ახვლედიანმა ქონება, თან იმ ფონზე, მდინარაძის თქმითვე, როდესაც ის რუსთავი2-ის იცავდა. 

დღის ამბები