19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე

რუსთავი 2-ის საქმეს ბოლო ინსტანციის დიდი პალატა, ანუ მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო განიხილავს. ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ამიტომ ხელისუფლებას საბოლოო მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და ყველანაირად ცდილობს, სასამართლოს ხელით შეცვალოს მფლობელები, როგორც ამას შარშანწინ ურთმელიძის ხელით შეეცადა. 

ახლა ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე მიდის. ამის შესახებ უზენაესის თავმჯდომარეს თავად მოსამართლეებმა წერილით აცნობეს.

ხელისუფლება სურათის რადიკალურად შემოტრიალებაზე მუშაობს და სურს, მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს ზეწოლა მოსამართლეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უკრაინიდან და თანაც წერილებისა და მესიჯების საშუალებით მიმდინარეობს.

სასურველი სახელით და გვარით, სასურველი შინაარსის Viber-მიმოწერის იმიტაციას განსაკუთრებული ტექნიკური განათლება არ სჭირდება და ამის გაკეთება სმარტფონის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ასე რომ მტკიცებულებად პროკურატურას ეს ხერხი სავარაუდოდ არ გამოადგება.

პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ზეწოლის შესახებ განცხადებით შოთაძის უწყებას მოსამართლეებმა ჯერ კიდევ 3 კვირით ადრე მიმართეს ე.წ. Viber Screen-ების სახელისუფლებო მედიაში გავრცელების შემდეგ გაასაჯაროვა.

მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე ხელისუფლების თავდასხმის ადრესატები სავარაუდოდ მათ მიერ ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილების გამო გახდნენ. უზენაესი სასამართლოს 3 კაციანმა პალატამ რუსთავი 2-ის საქმე დასაშვებად სცნო.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები