19 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
სახელმწიფოს მილიონი მოსამართლის ოჯახისთვის - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

კორუფციული გარიგება მოსამართლის ოჯახსა და ხელისუფლებას შორის - ასე აფასებს ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახთან სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფოსგან მილიონი ლარი მიიღო, გასტუმრებული საბანკო კრედიტის და მიწის სახით.

"თბილისის მერიის მხრიდან საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობის გაფლანგვასთან და ამ საკითხზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე მხარეს არის მოსამართლის ძმა, ძალიან დიდია და დასაბუთებულია ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის ჯილდო იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ის იღებდა რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიციაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ღიად საუბრობენ და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე პასუხიმგებელი პირების მისვლას ითხოვენ. 

"რატომ გაგიჟდა დედაქალაქის მერია და ივანიშვილის ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის აქ, ქალბატონი ნატო ნაზღაიძე რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე იყო, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს მოემსახურა და ამ ინტერესის გატარება ივანიშვილმა ერთი მილიონი ლარით დაუფასა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია უმრავლესობამ მერიის სამსახურები მოიწვიოს და გაერკვეს სიტუაციაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები