19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"ეს არის უმოწყალო მონტაჟი" - გვარამიას პასუხი ფარულ ჩანაწერზე

კიდევ ერთი მორიგი ფარული ჩანაწერი, ისევ გაურკვეველი წარმომავლობის ვებ გვერდზე და ისევ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შესახებ. ნიკა გვარამიამ ამ თმაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„მადლობას ვერ მოვახსენებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ასეთი ყურადღებისთვის. ის დანაშაულია, რასაც ისინი ჩადიან,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია, აღებულია მისი ხმა ბევრი სხვადასხვა, დაახლოებით 4-5 საუბრიდან.

ნიკა გვარამიას განაცხადებით, ადეიშვილთან არ უსაუბრია მას ტელეფონით, დაახლოებით, ბოლო 2 წელია, მასთან შეხვედრები ჰქონია კიევში. 

"ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი," - აცხადებს ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერზე პასუხად. 

ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას შეხება არ ჰქონია რუსთავი 2-ის საქმესთან.

„როგორც ჩანს, უფრო აქეთ წაიყვანს სახელმწიფო საუბარს, რომ მე ახვლედიანს ქრთამი მივეცი, ახვლედიანს ეს საქმე არცერთ ინსტანციაში განუხილია,“ - განაცხადა გვარამიამ.

 

 

 

დღის ამბები