ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ კვირაში რუსთავი 2-ის საქმის მონაწილეებზე ინფორმაციული შეტევა დაიწყებოდა, ჯერ კიდევ პარასკევს, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა კურიერის პირდაპირ ეთერში დააანონსა.
ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ამ კამპანიის უკან სასხელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მის მიერ მართული მედია საშუალებები დგას.
„მომდევნო კვირა იქნება ძალიან რთული ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, სუს-ის სააგენტოებში შედგა უკვე გარკვეული გეგმა არსებობს, სუს-ის სააგენტოების და მედის საშუალებების მეშვეობით გავრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, ძალიან ბევრი არასწორი ფაქტი, მათ შორის მეც ვარ ერთერთი სიაში და ბუნებრივია, ამიტომაც მაქვს ეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ზეწოლები დაიწყება რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე, რამდენად ავთენტური იქნება, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საზოგადოებას მიაწოდონ დეზინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს, ხმა ამოიღეს და იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მათგან განსხვავებული აზრი, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ, მე მომდევნო კვირას ძალიან მარტივად საინფორმაციო შტურმის კვირას დავარქმევდი," - განაცხადა ელისო კილაძემ.