19 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მილიონი მოსამართლის ოჯახს - ოპოზიცია ნარმანიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

პოსტ სკრიპტუმში გასულ რეპორტაჟს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის გადახდის თაობაზე საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება. როგორც ისინი აცხადებენ, აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები.

მათი თქმით, დავით ნარმანიამ თანამდებობა უნდა დატოვო. ოპოზიცია ითხოვს, რომ დედაქალაქის მერის პოლიტიკური და ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 500 ათასზე მეტი ღირებულების მიწა გადაეცა რუსთავი 2-ის საქმის განმახილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმას, თბილისის საკრებულოშია გაფორმებულია. საკრებულოს სხდომა, რომელზეც აღიშნული საკითხი იყო გატანილი, კარგად ახსოვთ ფრაქცია დედაქალაქის წევრებს. მათი თქმით, უმრავლესობის წევრებს კითხვებზე პასუხი მაშინაც არ ჰქონდათ.

ფრაქცია რესპულიკელების წევრები საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომებზე გეგმავენ. 

 

ავტორი: ანა წერეთელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები