19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული მილიონი - ომბუდსმენი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

ომბუდსმენი დაინტერესდა, რამდენად მოხდა კომპენსაციის წესების დაცვა, როდესაც საუბარია თბილისის მერიის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით გადახდილ მილიონ ლარზე. უჩა ნანუაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არსებობს გადამოწმების ყოველგვარი საფუძველი.

"მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოძიება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რადგან, ბოლო დღეებში არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის მედიით, რომელიც უკავშირდება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას. ვფიქრობ, სავსებით საკმარისია იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს გადამოწმება, თუნდაც რამდენად მოხდა კონკრეტულად როდესაც საუბარია ერთერთ მოსამართლეზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავდა. რამდენად მოხდა რეალურად იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

დღის ამბები