19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"ახლა ალბათ ნატა ნაზღაიძე იტყვის, რომ ძმა ოჯახის წევრი არ არის" - თინათინ ბოკუჩავა

გადამწყვეტი ბრძოლა რუსთავი 2-სთვის - ასე აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

ისინი პროკურაუტრისგან ითხოვენ, რომ გაასაჯაროვოს ის წერილი, რომლითაც მოსამართლეებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს და რომლის საფუძველზეც პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული.

ენმ-ის წევრები პროკურატურის მიერ ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიებასაც ითხოვენ.

„ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს, გვახსოვს მოსამართლე ურთმელიძე როგორ არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მოსამართლე ოჯახის წევრი არ არის, ახლა ალბათ ნატა ნაზღაიძე იმას იტყვის, რომ ძმა ოჯახის წევრი არ არის. ფაქტი სახეზეა, ივანიშვილი ნაზღაიძის ლოიალურობას ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

დღის ამბები