რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადახდისა და ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ ნატა ნაზღაიძის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კომენტარისგან თავს იკავებენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურა გავრცელებული ჩანაწერებით უნდა დაინტერესდეს.
„უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა არის ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და დასტურდება იმ ჩანაწერებით,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.