19 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა - პროკურატურა დეტალების გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოადგილემ კომენტარი გააკეთა.

გიორგი გოგაძის თქმით, პროკურატურა ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი დეტალის გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

გიორგი გოგაძის განცხადებით, ძირითადი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია.

„უმთავრესი ინტერესი არის გამოძიების ინტერესი, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი. საკითხები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროდ ჩაითვლება,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

გამოძიება 14 იანვარს, მოსამართლეების და უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზეა დაწყებული, თუმცა სავარაუდო ზეწოლის შინაარსს არც პროკურატურა და არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ასაჯაროებენ.

დღის ამბები