19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
უფლებამოსილება შეუწყდეს კორუმპირებულ ნაზღაიძეს - "ენმ" რამდენიმე მოთხოვნას აყენებს

რუსთავი2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემას ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. პარტიის წევრებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. 

ნაიოცნალურმა მოძრაობამ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, რომლის შესრულებასაც, როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, მონიტორინგს გაუწევენ. 

"საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად, იუსტიციის საბჭოსგან უფლებამოსილება შეუწყდეს კორუმპირებულ ნაზღაიძეს.

"დიდმა პალატამ გააუქმოს მოსამართლე ნაზღაიძის მიერ გამოტანილი განაჩენი რუსთავი 2-ის საქმეზე.

"გაუქმდეს კორუმპირებული გარიგება, ხელშეკრულება მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილსის მერიას შორის. ხალხის კუთვნილი ფული დაბრუნდეს ბიუჯეტში.

"თბილისის მერის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს.

"დაისაჯოს ყველა უფლებამოსილი პირი, რომლებმაც დანაშული ჩაიდინეს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

დღის ამბები