19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
იურისტების აზრით, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო "რუსთავი 2"-ის საქმე სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს

ადვოკატი კობა კობახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ახალ გარემოებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნატა ნაზღაიძის მოსამართლის ოჯახისთვის ბიუჯეტიდან გადაცემული 1 მილიონი ლარი საქმის ახალი გარემოებაა და სააპელაციო სასამართლომ მისი ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს.

მან პროკურატურასაც მიმართა და მერიის იმ მაღალჩინოსნების საქმიანობის გამოძიება მოითხოვა, რომლებმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს.

რუსთავი 2-ის სამოქალაქო საქმის ადვოკატებმა უნდა შეიტანონ სასწრაფოდ განცხადება დანაშაულის შესახებ. კერძოდ, იმ მიმართებით, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ნაზღაიძის მიმართ. სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება ისე თუ არ იქნა ნაზღაიძის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გვენეტაძის თანხმობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ესეც უნდა იყოს მითითებული განცხადებაში. ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა სააპელაციო სასამართლოსი,“ - განაცხადა კობა კობახიძემ.

დღის ამბები