ბიუჯეტიდან რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის გადახდილი 1 მილიონ ლარი - თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია დააჯილდოვოს კონკრეტული მოსამართლის ოჯახი, რომელმაც სასამართლოს პროცესის შედეგად რუსთავი 2 მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს.
„ბატონმა ნარმანიამ განახორციელა დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გააფორმებინა თბილისის საკრებულოს უმრავლესობას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
განცხადება გააკეთა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ გრიგალაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„დავით ნარმანია ჩამოყალიბდა როგორც სუს-ის ბუღალტერი, რომელიც თბილისის ბიუჯეტს თავისუფალი მედიის, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ის ჩასახშობად იყენებს. ნორმალურ ქვეყანაში, ის უნდა იჯდეს არა მერის სავარძელში, არამედ პროკურატურაში და ჩვენებას აძლევდეს გამოძიებას. უმოკლეს დროში პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, და შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს,“ - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა თბილისის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემაც.
„ორივე თაღლითობა ემსახურება იმას, რომ ნაზღაიძეებს აუნაზღაურდეთ ის კეთილი სამსახური სახელმწიფო მიმართ, როდესაც როგორც კოლეგიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნაზღაიძემ მთლიანად რუსთავი 2-ის სამე წაიყვანა იმ მიმართულებით, რომ რუსთავი 2 ჩამოერთვას თავის კანონიერი მფლობელებს,“ - განაცხადა სევიდია უგრეხელიძემ.
ავტორი: ანა წერეთელი.