19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ხათუნა სამნიძის თქმით, მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის ყველა წესის გვერდის ავლით მოხდა ქონების ანაზღაურება

რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა წერილი თბილისის მერს და მოითხოვა პასუხები, იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა იმ პირების დაკმაყოფილება, რომლებიც ასევე ვერ ჯდებიან 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულების კრიტერიუმებში, როგორც ეს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმის, ზვიად ნაზღაიძის შემთხვევაში მოხდა.

„ყველა წესის გვერდის ავლით, უკვე საკრებულოს განკარგულებით მოხდა მისთვის ქონების ანაზღაურება. მას არ აქვს შენობა, არ არის მისი საცხოვრებელი ფართი დაზარალებული, საუბარია მიწაზე. შესაბამისად, ამ წესში ვერ ჯდება მისი ვითარება და ამიტომ, მას ყველანაირი გამონაკლისით უნაზღაურებენ ქონებას,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბიუჯეტიდან მოსამართლის ოჯახისთვის გადახდილ 1 მილიონ ლარზე განცხადებები კეთდება თბილისის საკრებულოში, სადაც კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობენ. ოპოზიცია თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე მიუთითებს.

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები