მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი ნატა ნაზღაიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და რუსთავი 2-ის საქმის მეორე ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვენ.
„სასამართლო არის ქვეყნის სირცხვილი, ჩენ ვნახეთ, თუ როგორ გადასცა მერიამ 1 მილიონი ლარი მოსამართლე ნაზღაიძეს იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ხელისუფლების დაკვეთა შეესრულებინა. მოსამართლე ნაზღაიძეს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ იგი იყოს მოსამართლე, იმიტომ რომ მან აიღო ქრთამი, ის გახლავთ კორუმპირებული და დღეს ქვეყანა არის კორუფციის ჭაობში ჩაფლული,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორის დამფუძნებელი, ბესო შენგელია.