19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ირაკლი აბესაძე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებს ითხოვს

ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი სწორედ ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ გადასცეს. მისი აზრით, ეს საქმე პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს.

„დღეს უკვე არსებული დოკუმენტებით და ფაქტებით დასტურდება შემდეგი: როდესაც მოხდა სტიქია, თავად ქართულმა ოცნებამ, თბილისის საკრებულომ განსაზღვრა, რომ დაზარალებულად ჩაითვლებოდა და კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს გაუნადგურდათ საცხოვრებელი სახლი და ბინა, ხოლო თუკი მიწის ნაკვეთი იყო ცარიელი, ასეთ ადამიანებს კომპესაცია არ ეკუთვნოდათ,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მან შედარებისთვის სტიქიის შედეგად სხვა დაზარალებულების მაგალითი მოიყვანა, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან თბილისის მერისიიგან კომპანსაციას.

ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერიამ სტიქიის დროს კომპენსირების წესი და კანონის ორგანული კანონი დაარღვია. დეპუტატი მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მისი აზრით, არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთი გარემოება, რუსთავი 2-ის საქმე ამძიმებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნატა ნაზღაიძე საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.

„სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გაარკვიოს პროკურატურამ. ერთი - რა უკანონო ინტერესი ამოძრავებდა თბილისის მერიას, როდესაც იღებდა მთელი რიგი ნორმატიული აქტების დარღვევით ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებსაც კომპენსაცია რელურად ეკუთვნით და რეალურად დაზარალდნენ, კომპანსაციის გარეშე ჰყავს დატოვებული და მეორე მხრივ, რამდენად არის ეს პირდაპირ კავშირში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ ეხმიანება და იმეორებს იმ პოლიტიკურ ნებას, რასაც ქართული ოცნება და ივანიშვილი წლების განმავლობაში ახმოვანებდნენ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი აზრით, ეკა ბესელიას განცხადება, რომ თითქოს ოპოზიცია და რუსთავი 2 სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს, ვითარების „პოლიტიკურად თავხედურად შემოტრიალების“ მცდელობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები