19 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ივანიშვილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის განადგურება, რომ მან დაანგრია სასამართლოს დამოუკიდებლობა-სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ აქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი რუსთავი 2-თან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შეიძლება ითქვას, რომ რუთავი 2-ის მფლობელის შეცვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ამ ტელევიზიას აუცილებლად გაუუქმდება სარედაქციო დამოუკიდებლობა, საქართველოში აი ის პროცესი, რომელიც დაიწყო ივანიშვილმა, რაც ნიშნავს, ქვეყნის საინფორმაციო სივრცის და პოლიტიკური სივრცის  დაუმორჩილოს მის ნებას,  შეიძლება ითქვას რომ ეს პროცესი დამასრულებელ ფაზაში შევა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

კურიერის ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა თბილისის მერიის მიერ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის 1 მილიონის გადაცემის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არის კონსენსური უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

„ნათელია ერთი რამე, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის განადგურება, რომ მან დაანგრია რუსთავი 2-ის საქმის გამო, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე უზარმაზარი დოზით შემოიტანა ისევ ჩვენს რეალობაში, უმაღლესი დონის კორუფციის შემთხვევები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები