19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ქართული ოცნება" გადაიქცა კორუფციის ჭაობად" - ალეკო ელისაშვილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დღევანდელ მდგომარეობას ბრეჟნევის, საბჭოთა პერიოდს ადარებს, რადგანმისი თქმით, კორუფცია საქართველოში ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა.

ალეკო ელისაშვილმა კურიერთან რუსთავი 2-ის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემაზე ისაუბრა. მან გიორგი კვირიკაშვილს „ოდნავ სიმპატიური ბრეჟნევი“ უწოდა.

„კორუფციასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ქართული ოცნება გადაიქცა კორუფციის ჭაობად და გვაქვს საქმე ზუსტად ამ ჭაობის გაგრძელებასთან. ვისაც შეხება ჰქონია მერიის რომელიმე სამსახურთან, გაიხსენოს როგორი მტანჯველია ეს ყველაფერი. ადამიანებს მერიაში უბრალოდ აწვალებენ. გაძაღლებულია ხალხი მერიასთან ურთიერთობით,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ის ამბობს, რომ მერიასთან ურთიერთობა მოქალაქეებისთვის ტანჯვაა და ნაზღაიძის ოჯახის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ისტორია მისთვის თავდაპირველად დაუჯერებელი იყო.

„მოსამართლემ კოჭი გაუგორა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას და პატივი სცეს, მილიონის ქონება ჩაახუტეს. ეს არის და ეს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი აზრით, დავით ნარმანიას ამ საქმეში გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ექნებოდა, რადგან მას მარიონეტივით ზევიდან მართავენ.

„უკვე ისეთი დაფაცურებული უნდა იყოს პროკურატურა, რომ ახლა ნარმანია დაკითხვაზე უნდა იჯდეს,“ - აცხადებს ელისაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ შსს-ს ანტიკორუფციული საბჭო უკვე უნდა განიხილავდეს ამ საკითხს და ფაქტზე საქმე აღძრული უნდა იყოს, თუმცა ალეკო ელისაშვილისთვის მსგავსი მიდგომა, გასაკვირი არ არის, რომ ამ ინფორმაციაზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია ქართული ოცნებისთვის, აგერ ვერ ხედავთ, მანანა კობახიძეს მოსამართლედ ნიშნავენ, იმის მაგივრად, რომ პასუხი ეგო მას და მის დაქალს, მოსამართლედ ნიშნავენ, წარმოგიდგენიათ? კორუმპირებულ მექრთამეს მოსამართლედ ნიშნავენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები