დღეს გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც თითქოსდა ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარია ჩაწერილი გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.