მთავარ პროკურატურას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე და მისი ოჯახისათვის მილიონი ლარის გადაცემის ფაქტზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპულმა საქართველომ მიმართა. ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნაციონალური მოძრაობა სთხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. ნაციონალური მოძრაობა დავით ნარმანიას გადაყენებასაც ითხოვს.
მმართველმა გუნდმა დღეს რუსთავი 2 და მისი გენერალური დირექტორი სასამრთლოს სისტემაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობა მთავარ პროკურატურას გამოძიებას არა ნატა ნაზღაიძის საქმეზე, არამედ ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის მხრიდან მოსამართლეთა ზეწოლაზე სთხოვს.
მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებაზე დღეს კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გაუკეთებიათ. საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ მხოლოდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პროცესებით დაინტერესებულია.
რუსთავი 2-ის საქმესთან და მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.
ავტორები: შოთა კიკნაძე, ნინო სამყურაშვილი.