19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
შესაძლო კორუფციული გარიგება - ჯერ კიდევ უცნობია მოუსმენს თუ არა იუსტიციის საბჭო ნატა ნაზღაიძეს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახთან შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. იურისტებს არ აქვთ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არც ფაქტთან დაკავშირებით და არც მისი განხილვის თემაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აცხადებს, რომ ინფორმაცია მისთვის სარწმუნო არ არის, რადგან ჯერჯერობით მას დოკუმენტაცია არ უნახავს.

როგორც სოფრომაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ მოისმინოს მეორე მხარის პოზიცია.

„განსხვავებით ჟურნალისტებისაგან, იურისტები მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მტკიცებულებისა და ამ მტკიცებულებების შეფასების შემდეგ იღებენ ხოლმე გადაწვეტილებებს. საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია მეორე მხარისთვის საერთო შეფასების ნაწილში და რაც შეეხება თვითონ იურიდიულ სამყაროს, ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი ან მტკიცებულება, დადებითი ან უარყოფითი მხრივ არ გაჟღერებულა,“ - განაცხადა კახაბერ სოფრომაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთობლივად გადაწყვეტს, მოისმენს თუ არა ნატალია ნაზღაიძის პოზიციას.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები